English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ ლუკა ლაზვიაშვილი
ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მახასიათებლები საქართველოში

რეზიუმე

სტატიაში ახსნილია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის რაობა, წარმოდგე­ნილია მისი მიღწევის გზები და წახალისების საშუალებები, ინკლუზიურობის ერთ-ერთი მთავარი წინაღობის - შემოსავლების უთანაბრო განაწილები სგაანალი­ზება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები და მი­თითებები.ნაშრომის მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების დონის შეფასება ინკლუზიური განვითარების ინდექსის დეკომპო­ზიციის მეშვეობით.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური ეკონომიკა, უთანაბრობა, ინკლუზიური განვითარების ინდექსი, მაკროეკონომიკური პოლიტიკა

შესავალი

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თვალ­საზრი­სით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაა, საერთო კეთილდღეო­ბის ასამაღ­ლებლად მხოლოდ ის საკმარისი არ არის. თანამედროვე მსოფლიოს ყოველთვის აწუ­ხებდა და დღესაც აწუხებს უთანასწო­რო­ბის, სიმდიდრისა და შე­მოსავლის უთანაბრო განაწილებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის პრობლე­მები. აღნიშნულიდან გამომ­დინარე, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ცნება ბოლო ათწლეულის განმავ­ლო­ბაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

2000-იანი წლების დასაწყისში გაერთიანე­ბული ერე­ბის ორგანიზაციამ სხვა­დასხ­ვა შეხვედრებსა თუ კონფერენციებზე წინ წამოსწია მსოფლიო სიღარიბის პრობლემა. მრა­ვალწლია­ნი დისკუსიის შემდეგ, საერთაშორისო ორგა­ნიზაციები მივიდნენ დასკვნამ­დე, რომ სიღა­რი­­ბი­­სა და უთანაბრობის ერთდროუ­ლად დასაძ­ლევად საუკეთესო გზა არის არა გადანა­წი­ლების პირდაპირი ღონის­ძიებები, არამედ ინკლუ­ზიური ზრდის პოლი­ტიკა. ინკლუზიურ ზრდაზე მკვეთრად აქცენ­ტირება დაიწ­ყო 2008 წლიდან, როცა მსოფლიო ბანკის მიერ შექმნილი Commission on Growth and Development (CGD)-ის მიერ გამოქვეყნდა რეპორტი - The Growth Report: Strategies for Sustained Growth and Inclusive Development [Alfredo Saad-Filho, 2010].

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გან­საზღვ­რე­ბით, ინკლუზიური ზრდა ქმნის შესაძლებლობებს მოსახლეობის ყვე­ლა სეგ­მენ­ტისთ­­ვის და სამართლიანად ანაწილებს მთელ საზოგადოებაზე გაზრ­დილი კეთილდ­ღეო­ბის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ დივიდენ­დებს.

მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით, სიღარიბის სწრაფად და საფუძვლიანად შემ­ცირე­ბა მოითხოვს ინკლუზიურ ზრდას, რაც მოსახლეობას საშუალებას აძლევს ჩართუ­ლი იყვ­ნენ ეკონომიკურ ზრდაში და სარგებე­ლიც მიიღონ მისგან [Ianchovichina E., Lundstrom S.]. მაღალი ტემპით ეკო­ნომიკური ზრდა აუცილებელია სიღარიბის მნიშვნელოვ­ნად შესამცირე­ბლად, მაგრამ მისი ეფექტი რომ გრძელვადიანი იყოს, ის უნდა მოიცავდეს ქვეყ­ნის ეკონომიკის სხვა­დასხვა სექტორს და სამუშაო ძალის დიდ მოცულობას (მაღა­ლი ჩართულობა). ინკლუ­ზიური ზრდის ეს განმარტება ხაზს უსვამს მასში ეკონო­მი­კური ზრდის მაკრო და მიკროდეტერმინანტების მნიშვნელოვნებას. მიკროგან­ზომილების არსებობა გამოიხატება სტრუქ­ტუ­რუ­ლი ტრანს­ფორ­მა­ციის განხორ­ციელე­ბაში.

ინკლუზიური ზრდა მოიცავს როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპს, ასევე მის ხარისხს, და მათ ძლიერ კორელაციას. ინკლუზიურობა, რაც გულისხმობს თა­ნასწორო­ბას და თანაბარ შესაძლებლობებს, არის აუცილებელად გასათვალისწინე­ბელი ინგრე­დიენტი ეკონომი­კური ზრდის სტრატეგიის წარმატებისთვის. თანაბარ შესაძლებლო­ბებში ძირითა­დად მოიაზრება სხვადასხვა სახის ბაზრების, რესურსე­ბისა და სახელმწი­ფოსგან სწორად რეგულირებული გარემოსა თუ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვ­დომობა ფირმებისა და ადამიანების ფართო სპექტრისთვის.

ინკლუზიური ზრდა მიმართულია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისკენ მა­ღალმ­წარმოებლურ დასაქმებაზე ფოკუსირებით და არა დაბალი ფენისთვის შე­მოსავ­ლის პირ­და­პი­რი გადანაწილებით. მოკლევადიან პერიოდში დასაშვებია მთავრობის მიერ შემოსავ­ლის განაწილების ღონისძიებების გატარებით ღარიბთა დახმარება, მაგრამ ეს ღონის­ძიე­­ბები გრძელვადიან ზრდას ნამდვილად ვერ უზ­რუნველყოფს. ინკლუზიუ­რი ეკონომიკური ზრდა ჰგავს ღარიბ ფენაზე გათვლილი ზრდის ცნე­ბას (pro-poor growth), მაგრამ მათ შორის არის არსებითი განსხვავებები. თუ ეს უკანასკ­ნელი გუ­ლისხ­მობს შემოსავლების პირდაპირი განაწილების სქემებს, ინკლუზიური ზრდა ორიენ­­ტი­რე­ბუ­ლია მწარმოებლურობის ზრდისა და ახალი სა­მუშაო ადგილების შექმნისკენ.

საბოლოოდ, ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ტემ­პის მა­ტებას და ეკო­ნომიკის გაფართოებას ინვესტიციებისთვის თანაბარი, სამართ­ლიანი გარე­მოს შექმნით და მაღალმწარმოებლურ სექტორებში დასაქმების შესაძ­ლებლობების გა­ზრდით. პირდაპირი გა­დანაწილების ღონისძიებების მაგივრად მა­ღალმწარმოებლურ დასაქმე­ბაზე ზრუნვა ნიშნავს, რომ ინკლუზიური ზრდა დამოკიდებულია თავისუ­ფალ სა­ბაზრო მექანიზმზე და მთავრობა თამაშობს მხო­ლოდ ხელისშემწყობ როლს.

რობერტბარო[1] შემოსავლების უთანაბრო განაწილების შესახებ

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვნებისა და მისი წახალისე­ბისათვის საჭირო პოლიტიკის გატარების აუცილებლობაში დასარწმუნებლად გთავაზობთ ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი „მტრის“, შემოსავ­ლების უთანაბრო განაწილების ანალიზს.

ცნობილმა ეკონომისტმა რობერტ ბარომ 1999 წელს სცადა ეკონომეტრიკუ­ლი ანალიზის დახმარებით გამოევლინა ურთიერთკავშირი უთანაბრობასა და ეკო­ნომიკურ ზრდას შორის [Robert J. Barro, 1999]. ბარო თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ მცირე რეგრე­სიული კავშირი უთა­ნას­წო­რო­ბასა და ზრდის ტემპს და ინვესტიციებს შორის მართლაც არსებობს. უთანაბრობის არსე­ბობა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას ღარიბ ქვეყნებში, ხოლო მდიდარ ქვეყნებში პირიქით, ხელს უწყობს მას. იქ, სადაც მშპ ერთ სულზე 2000 აშშ დოლარზე (1985 წლის დოლარები) ნაკლებია (გაითვალის­წინეთ, რომ ბაროს ნაშრომი დაწერილია 1999 წელს, როცა მსოფლიო მშპ ერთ სულზე 8000$-მდე იყო), უთანაბრობის ზრდა აფერხებს ეკონომი­კურ ზრდას, ხო­ლო სადაც 2000-ზე მეტია, იქ ეკონომიკური ზრდის წახალისებას იწვევს. ეს ნიშ­ნავს, რომ ღარიბ ქვეყნებში გამართლებუ­ლია უთანაბრობასთან ბრძოლის პოლი­ტიკა ეკონომიკურ ზრდასთან კავშირში გატარდეს. მდიდარ ქვეყნებში კი გადანა­წილების აქ­ტიუ­­რი პოლი­ტიკის გამართლებულობა დამოკი­დებულია იმაზე, მეტი თანასწორობით მი­ღე­ბუ­ლი სარ­გე­ბელი უფრო მეტი იქნება თუ ეკო­ნო­მი­კური ზრდის შემცირებით მიღებული ზიანი.

ბარო ეხება კუზნეცის მრუდსაც[2], რომლის მიხედვითაც უთანაბრობა თავი­დან იზრდება, შემდეგ კი მცირდება ეკონომიკური ზრდის პროცესში. იგი დადები­თად აფასებს ამ დამოკიდებულებას და მას ემპირიულად სწორ მიგნებას უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ კუზნეცის მრუდი არ ხსნის ქვეყნებს შორის და სხვადასხვა პერიოდში არსებულ უთა­ნასწორობას, ის ფართოდ გამოყენებადია ერთ სულზე მშპ-ს ანალიზისას და ასევე კარგად აღწერს იმ დამოკიდებულებასაც, რომელიც ახალი ტექნოლოგიის დანერგვისას ჯერ უთა­ნაბ­რო­ბის ზრდით, შემდეგ კი შემცირებით გამოიხატება.

კუზნეცის მრუდს ბარო დადებითად აფასებს 2008 წელს იმავე თემისადმი მიძღვ­ნილ ნაშრომშიც [Robert J. Barro, 2008]. მისი თქმით, საერთაშორისო მონაცემების ანალიზი კვლავ აჩვენებს კუზ­ნე­ცის მრუდის სისწორეს, 1960-იანი წლებიდან 2000-იანი წლების ჩათვლით ეს დამოკიდე­ბუ­ლება არ შეცვლილა.

ბაროს განხილული აქვს საერთაშორისო ვაჭრობის დონისა და უთანაბრო­ბის კავშირიც. მისი მტკიცებით, საერთაშორისო გახსნილობა პირდაპირპროპორ­ციულ კავშირ­შია უთანასწორობასთან, და ეს კავშირი სტაბილურია დროში. 1960-იან წლებთან შედარე­ბით ბევრად გაზრდილი საერთაშორისო ვაჭრობა აისახა გაზრდილ უთანასწორობაში მსოფლიო მასშტაბით. ამ კავშირს აქვს ირიბი ხასიათიც: ვინადიან ვაჭრობის ზრდა ეკონომიკურ ზრდას იწვევს, ირიბად ეს უთა­ნასწორობის შემცირებაზეც აისახება. ერთია­ნო­ბა­ში, გაზრდილი მშპ ერთ სულზე ნიშნავს სიღარიბის შემცირებას, თუნდაც შემოსავლე­ბის უთანასწორობის ზრდას­თან ერთად.

საბოლოოდ ბარო აღნიშნავს ეკონომიკურ ზრდასა და უთანაბრობას შორის კვლავ იგივე დამოკიდებულების არსებობას, რაც მდიდარი და ღარიბი ქვეყნე­ბისთვის განსხვავე­ბაში გამოიხატებოდა. ის აღიარებს კონვერგენციის რეალურად არსებობასაც და ეკონომი­კური ზრდის მთავარ ფაქტორებად ასახელებს მეტ საერ­თაშორისო გახსნილობას, ცხოვრე­ბის ხანგრძლივობის უკეთეს მოლოდინებს, სწორ კანონმდებლობას და დაბალ შობადობას.

გთავაზობთ ბაროს მიერ წარმოდგენილ წერტილოვან დიაგრამებს. პირველ გრაფიკზე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი დაბალი და მაღალი მშპ-ს მქონე ქვეყნები. როგორც ხედავთ, რეგრესიის ხაზი შედარებით ღარიბი ქვეყნების შემთხვევაში უარყოფითი დახრილობით გამოირჩევა, რაც შემოსავლებში უთანაბრობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის უარყოფით კავშირს უსვამს ხაზს, ხოლო მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში მრუდი აღმავალია, თუმცა აქ კავშირი არც ისე მყარია. აღნიშნული ანალიზი გაკეთებულია 1999 წელს. მეორე გრაფიკი კი ასახავს 2008 წელს ბაროს მიერ გაკეთებულ იმავე ტიპის ანალიზს, ამ შემთხვევაში არ ხდება მდიდარი და ღარიბი ქვეყნების ცალ-ცალკე გამოყოფა და რეგრესიის ხაზი ერთიან დამოკიდებულებას ასახავს შემოსავლებში უთანაბრობასა და ეკონომიკურ ზრდას შორის. როგორც ხედავთ ამ შემთხვევაშიც მრუდი დაღმავალია.

 გრაფიკი 1

 

 გრაფიკი 2

ინკლუზიური განვითარების ინდექსი და საქართველო

თავდაპირველად გთავაზობთ რამდენიმე შენიშვნას, რომელსაც 2017 წლის იან­ვარში გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეპორტი მოიცავს [World Economic Forum, 2017,p. 9]:

  • არ არსებობს ეკონომიკური ღონისძიებების რაიმე მაგიური კომბინაცია, რო­მელიც უმალ მიგვიყვანს ინკლუზიურ განვითარებამდე. მნიშვნელოვანია მთლია­ნი ეკონომიკა კომპლექსურად სწორად ფუნქციონირებდეს და ინდივიდუალურად მორგებული ღო­ნის­ძიე­ბები გატარდეს.
  • სოციალური დახმარებების მაღალი მაჩვენებელი არ არის მკაცრად შეუთავ­სე­ბე­ლი გრძელვადიან ზრდასთან, მაგრამ არც სოციო-ეკონომიკური ინკლუზიუ­რობის მიღ­წევის პირ­და­პირ და საუკეთესო გზას წარმოადგენს.
  • პოლიტიკური ღონისძიებები და ინსტიტუციები, რომლებიც ინკლუზიუ­რობის უზრუნველყოფას ცდილობენ, არ არის ფუფუნების საგანი, რომლებსაც მხოლოდ მა­ღალშემოსავლიანი ქვეყნები უნდა იყენებდნენ.
  • სწორი ინკლუზიური პოლიტიკა მიმართულია როგორც სამუშაო ძალის, ასევე დამსაქმებელთა ხელშეწყობისკენ, რითიც ცდილობს გაზარდოს სოციალური ინკლუ­ზიუ­რობაც და ეკონომიკის ეფექტურობაც ინსტიტუტების განვითარებაზე ფოკუსირე­ბის გზით­.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის იანვრის რეპორტის ინფორმა­ციით, საქართველო განვითარებად ქვეყნებს შორის, ინკლუზიური განვითარების ინდექსის მი­ხედვით 31-ე ადგილზე იმყოფება (ინკ. განვითარების ინდექსი: 4.09) და ბოლო 5 წლის ტრენდის მიხედვით სწრაფი ნაბიჯით მიიწევს განვითარებისკენ. შედარებისთვის, პირ­ველ ადგილზე არის ლიტვა (4.73), მეორეზე კი – ჩვენი მეზობე­ლი  აზერბაი­ჯანი (4.73). ჩვენს პოზი­ციასთან ახლოს იმყოფება ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბრაზილია, მექ­სიკა, ნიკარაგუა, კოლუმბია და მოლდოვა. განვითა­რებულ ქვეყნებს შორის პირველ პო­ზიციაზე ნორვეგიაა. ამერიკის შეერთებუ­ლი შტატები მხო­ლოდ 23-ე ადგილს იკავებს [World Economic Forum, 2017. pp. 61-85].     სანამ საქართველოს ინკლუზიური განვითარების მახასიათებლებს შევეხები, წარმოგიდ­გენთ სქემას, რომლის მიხედ­ვითაც დგინდება ინკლუზიური განვითარების ინდექსი:

თითოეულ მიმართულებაში ქვეყნის მდგომარეობის შედარებით ანალიზს შესაძ­ლებელს ხდის 79 განვითარებადი ქვეყნის ზრდადობის მიხედვით დალაგება და შემდეგ მათი კვანტილე­ბად დაყოფა. მაგალითად, თუ ქვეყანა ამა თუ იმ მაჩ­ვენებლით პირველ კვანტილშია, ნიშნავს, რომ ის ქვეყნების საუკეთესო 20%-ს მიე­კუთვნება ამ მაჩვენებლის მიხედვით, მეორე კვანტილი კი შედარებით ნაკლებად წარმატებულ 20%-ს მოიცავს და ასე შემდეგ მეხუთე კვანტილის ჩათვლით. აღსა­ნიშნავია, რომ მსგავსად შედგენილი რეიტინგით ცალ-ცალკე განვიხილავთ რო­გორც ქვეყნის მახასიათებლების ფიქსირე­ბულ რიცხვებს, ასევე მათ 5 წლიან ტრენ­დებსაც (სურვილისამებრ შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას გაეცნოთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეპორტის შესაბა­მის ქვეთავში) [World Economic Forum. 2017,pp. 61-85].

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ზემოთ აღნიშნული რეპორტის მიხედ­ვით, ცალკე აღებული ეკონომიკური ზრდისა და განვითარების კუთხით საქართ­ველო განვი­თარებად ქვეყნებს შორის 36-ეა. მშპ ერთ სულზე 4010$-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყნების მესამე კვანტილშია მოთავსებული. უკანასკნელი 5 წლის მშპ ერთ სულზე ზრდის ტრენდი კი 6.2%-იანი ზრდით ხასიათდება და ამ მაჩვენებლის მიხედვით პირველ კვანტილში ვიმყოფებით განვითარებადი ქვეყ­ნე­ბის საუკეთესო 20%-ს შორის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით[3] 2019 წლიდან მშპ-ს ზრდის ტემპი 6% უნდა იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის მშპ-ს ერთ სულზეც და რეიტინგით, სავარაუდოდ, მეორე კვანტილში აღმოვჩნდებით. შრომის მწარმოებლურობა 16292$-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით საქართველო ასევე მესამე კვანტილში იმყოფება. ბოლო 5 წლის შრომის მწარმოებლურობის ზრდის ტრენდი კი 4.5%-იანი ზრდის მაჩვენებელს აფიქსირებს, რის გამოც პირველ კვანტილში ვიმყოფებით. საქართველოში ჯანმრთელად ცხოვრების მოსალოდნე­ლი ასაკი 66.4 წელია, რის მიხედვითაც მეორე კვანტილში ვიმ­ყოფებით. ამ მაჩვე­ნებლის 5 წლიანი ზრდის ტრენდი კი 2.4 ერთეულით ზრდას გვიჩვე­ნებს და რეი­ტინგში მეორე კვანტილს მიეკუთვნება. დასაქმება მხოლოდ 56.6%-ია და შე­საბამი­სად ამ მაჩვენებლით ბოლოს წინა, მეოთხე კვანტილში ვიმყოფებით. ტრენ­დი კი აქაც საკმაოდ სწრაფად მზარდი გვაქვს(3.1%) და პირველ კვანტილში ვიმყოფე­ბით.

ცალკე აღებული ეკონომიკისინკლუზიურობისკუთხითაც საქართველო 36-ე ად­გილზე იმყოფება განვითარებად ქვეყნებს შორის. დაბეგვრის შემდგომი შემო­სავლების ჯინის კოეფიციენტი საქართველოში 38.8-ს შეადგენს და ამ მაჩვენებ­ლით მესამე კვან­ტილში ვიმყოფებით. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 5 ერ­თეულით კლების გამო კი ამ მაჩვენებლის ტრენდი რეიტინგით პირველ კვან­ტილშია. სიღარიბის დონე საქართვე­ლოში 25.3%-ს შეადგენს და მეოთხე, ბოლოს წინა კვანტილშია განთავსებული. ტრენდი აქაც პოზიტიური გვაქვს, ბოლო 5 წლის განმავლობაში სიღარიბის დონემ იკლო 13.3%-ით, რის გამოც ეს მაჩვენებელი პირველ კვანტილში იმყოფება. სიმდიდრის ჯინის კოე­ფიციენტი 75.0-ს შეადგენს და მესამე კვანტილშია მოხვედრილი. ამ შემთხვევაში ტრენ­დიც მესამე კვანტილ­შია უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 7 ერთეულით ზრდის გა­მო. საშუალო შემოსავალი დღეში 5.1$-ს(PPP) შეადგენს და ეს მაჩვენებელი მესამე კვანტილში იმყოფება. ამ მაჩვენებლის ტრენდი ბოლო 5 წელიწადში 1.2 ერთეულიანი ზრდით გა­მოირჩა, რის გამოც რეიტინგით მეორე კვანტილშია განთავსებული.

თაობათა შორისი ბალანსისა და მდგრადობის კუთხით საქართველო 21-ე ადგილს იკავებს განვითარებადი ქვეყნების რეიტინგში. დაბალანსებული წმინდა დანაზოგები, ანუ წმინდა დანაზოგების პროცენტული წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში 9.9%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მესამე კვანტილში ვიმყოფებით. ამ მაჩვენებლის ტრენდი 8.3%-იან ზრდას გვიჩვენებს და პირველ კვანტილს მიე­კუთვნება. ნახშირბადის გამოყე­ნების წილი მშპ-ს ერთ დოლარზე 82.7 კგ-ს შეად­გენს და ამ მაჩვენებლით მესამე კვან­ტილში ვიმყოფებით. 5 წლიანი ტრენდით 14.5 ერთეულიანი კლების გამო კი აღნიშნუ­ლი ტრენდი მეორე კვანტილშია. სახელმ­წი­ფო ვალის წილი მშპ-ში 41.5%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლითაც მესამე კვანტილში ვართ. ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 5%-იანი ზრდის გამო კი ამ მაჩვენებ­ლის ტრენდი მეორე კვანტილშია მოხვედრილი. დამო­კიდებულბის დონე აღნიშ­ნავს მთლიან მოსახლეობაში სამუშაო ძალის პროცენტულ წილს და ის საქართვე­ლოსთვის 45.7%-ს შეადგენს, რითიც მეორე კვანტილშია. ბოლო 5 წლის განმავლო­ბაში მხოლოდ 0.1%-იანი ზრდის გამო კი ამ მაჩვენებლის ტრენდი ბო­ლოს წინა, მეოთხე კვანტილის მკვიდრია.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ინკლუზიური განვითარების დონის მიმდინარე მაჩვენებლები საქართველოსთვის არცთუ ისე სახარბიელოა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა დასაქმებისა და სიღარიბის დონის მიმართულებით, რომელი მაჩვენებლებითაც ქვეყნების რეიტინგის მხოლოდ მეოთხე კვანტილში ვიმყოფებით. სხვა მაჩვენებლებთან შედარებით უკეთესია მდგომარეობა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობაზე დამოკიდებულების დონის კუთხით. დანარჩენი მაჩვენებლები რეიტინგით მესამე კვანტილში იმყოფება, მესამე კვანტილი კი საშუალო რეიტინგს ნიშნავს და, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეიტინგი მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს მოიცავს, შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

რადიკალურად განსხვავებული რეიტინგები გვაქვს 5 წლიანი ტრენდების მიხედვით. ზემოთ აღწერილი 12 მაჩვენებლიდან 6 პირველ კვანტილშია მოხვედ­რილი, 4 მეორე კვანტილში, 1 მესამე კვანტილში და ერთიც მეოთხე კვანტილში. მესამე და მეოთხე კვანტილში მოხვედრილი ტრენდები სიმდიდრის განაწილებასა და სამუშაო ასაკის მოსახლეობაზე დამოკიდებულების დონეს ახასიათებს, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით ნაკლები წინსვლა გვაქვს. თუმცა, დანარჩენი მაჩვენებლები სწრაფად მზარდი ტრენდით ხასიათდება და ტრენდების რეი­ტინგში წამყვან პოზიციებსაც იკავებს.

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მაკროეკონომიკური პოლიტიკა

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მაკროეკონომიკური პოლიტიკა შესაძ­ლოა რამდენიმე ძირითად მიმართულებად დავყოთ[4] [ე. ბერიძე,2017, 1, გვ. 62-81; de Mello, L. and M. A. Dutz (eds.),2012]:

  • მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევის ყველაზე ეფექ­ტური გზაა დასაქმების მაღალი დონის უზრუნველყოფა. დასაქმების ზრდას თან ახლავს ერ­თი მხრივ სიღარიბის შემცირება და სოციალური კეთილდღეობის ზრდა, მეორეს მხრივ ახალი ფირმებისა და ორგანიზაციების შექმნა, შემოსავლის გაჩენა მათთვის, ვისაც იქამდე არ ჰქონდა, მწარმოებლურობის ზრდა და შედეგად ხელფასების ზრდაც. სასურ­ველია, სახელმ­წიფომ აქცენტირებული პოლიტიკა გაა­ტაროს ისეთი სექტორების განვი­თარე­ბის­კენ, სადაც დასაქმების მეტი შესაძლებ­ლობები იქნება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების გაჩე­ნას განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და იმ სა­ზოგადოებრივ ფენებში, რომელ­ნიც ყველაზე მეტად არიან გამოთიშული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას.
  • ინკლუ­ზიუ­რი ზრდის კონცეფცია სახელმწიფოს მოუწოდებს ახალი, მა­ღალმწარ­მოებლუ­რიდარ­გე­ბის აღმოჩენისა და მისი განვითარებისაკენ. ეს არსე­ბითია როგორც ეკონომიკური ზრდის მა­ღა­ლი ტემპის, ასევე ინკლუზიური განვითარებისთვისაც. მსგავსი ეკონომიკურ-სტრუქტურული ტრანს­ფორ­მაცია უნდა მოხდეს ღარიბი ფენების მაქსიმალურ ჩართულო­ბას­თან ერთად. ახალი დარ­გების განვითარება ქმნის ქვეყანაში კონკურენტულ გარემოს და ზრდის სტაბილუ­რო­ბას. სტრუქტურული ტრანსფორმაციის გარეშე სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებითი წინსვლა ძნელი მისაღწევია.
  • ინვესტიციებიადამიანურკაპიტალში არის საკვანძო ფაქტორი გრძელვა­დიანი ინკლუზიური ზრდისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის. სახელმწიფო ხარჯები, გა­წეუ­ლი ჯანდაცვასა და განათლებაზე, დაკავშირებულია უკეთეს ეკო­ნომიკურ განვითა­რე­ბას­თან. საშუალო (და, სასურველია, უმაღლესიც) განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზო­გადოების ყველა ფენისთვის. მსგავსი პოლიტიკა გრძელვადიან პერიოდში შეამცი­რებს უთანასწორობას. იმისათვის, რომ არ ჩამორ­ჩეს საერთაშორისო განვითარე­ბის დონეს და მეოთხე ინდუსტრიული რევოლუ­ციის გამოწვევებს, მსოფლიო ეკონომი­კური ფორუმის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადა­მია­ნუ­რი კაპიტალის გან­ვითარებაზე შემდე­გი 5 მიმართულე­ბით[5][World Economic Forum, 2017, p. 11]: 1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა; 2. ხარისხიანი განათლების ხელმი­საწვდომობა; 3. გენდერული თანასწორობა; 4. ბონუსები და უმუშევრობისგან დაზღვევა; 5. ეფექტური „სკოლიდან დასაქმებამდე“ მექანიზმი.
  • სწორად ორგანიზებული შრომისბაზრისპოლიტიკაასევე მნიშვნელოვანია ინკ­ლუზიური ზრდისთვის. მაგალითად, სწორად შერჩეული მინიმალური ხელფა­სი ხელს უწყობს უთანასწორობის აღმოფხვრას. თუმცა, ზედმეტად მაღალი მინიმა­ლური ხელ­ფასი შეამცირებს დასაქმებას. სასურველია, ასევე, უმუ­შევ­რობის დაზღ­ვევა და კონტრაქ­ტების მოქნილი სისტემა.
  • სასაქონლო ბაზრების დერეგულირებაუმეტესად ისეთი რეგულაციების მოხს­ნით, რომელიც ბოჭავს საბაზრო ურთიერთობებს, დასაქმების ზრდის გზით შეამცირებს უთა­ნას­წო­რო­ბას შემოსავლებში.
  • სოციალურიდაცვისსისტემა. პროგრესული გადასახადები და სოციალური ტრანსფერები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართუ­ლება შემოსავ­ლების უთანაბრობის აღმოსაფხვრელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო მოკლე­- ვადიანი გავლენის ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში OECD-ს ქვეყნებში უთა­ნაბ­რო­ბას­თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების ერთი მესამედი სწორედ მსგავსი გადანაწი­ლების პო­ლიტიკის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია სოცია­ლური ტრანსფერების როგორც ზომა, ასევე მიმართულება იმ ქვეყნებში, სადაც სო­ციალური ტრანსფერები მცირე ოდე­ნო­ბი­თაა, მაგრამ მიმართულია კონკრეტულად მცირე ჯგუფებისკენ, უთანაბრობის შემცი­რე­ბა უფრო არსებითია, ვიდრე იქ, სადაც სოციალური ტრანსფერებისთვის მეტი რესურ­სი აკუ­მულირდება გადასახადების აკრეფით და მათი გადანაწილება უფრო ფართო სპექტრზე ხდება. 
  • ინკლუზიური ზრდისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი და დამოუკიდებელი ინს­ტი­ტუ­ტე­ბის არსებობაც. ინკლუზიური ზრდა მოითხოვს საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებისას, რისთვისაც ძლიერი ინსტი­ტუ­ტე­ბის არსებობაა საჭირო. შედეგად, გაიზრდება ზეწოლა სა­ხელმწიფოზე და მინიმუ­მამდე დავა არამიზნობრივად მიმართული რესურსების თუ არარაციონალურად დახარ­ჯული სახსრების ოდენობა, გაქრება ყურადღების მიღმა განზრახ დატოვებული პრობ­ლემები.

საქართველო 2020[6]

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „სა­ქართვე­ლო 2020“ დამტკიცდა 2014 წლის 17 ივნისს და ის ინკლუზიური განვითა­რებისთვის მი­მართულ მთელ რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

იმ დროისთვის არსებული ეკონომიკური ვითარება შემდეგნაირად შეფასდა: „გასული ათწლეულის ეკონომიკური პოლიტიკა წარმატებული იყო ინვესტიციე­ბის მო­ზიდვისა და მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზ­რისით, თუმ­ცა, მან ვერ შექმნა საფუძველი საქართველოს ეკონომიკის კონკურენ­ტუნარიანობის ამაღლებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის; ... ეკო­ნომიკური ზრდის შედეგები არ აისახა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილზე  და ვერც  მნიშვნელო­ვანი გავლენა მოახდინა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვე­ნებლების შემცირებაზე“.

აქედან გამომდინარე, დაისახა შემდეგი მიზნები: 1. უმუშევრობის შემცირე­ბა; 2. შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება; 3. საბაზისო სოციალური დაცვის სისტემის ფორმირება; 4. ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ეკონომიკის შემაფერხებელ მთავარ პრობლემებად დასახელდა (growth diagnostic method): 1. კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა; 2. არასათა­ნადოდ განვი­თარებული ადამიანური კაპიტალი; 3. ფინანსურ რესურსებზე შეზ­ღუდული ხელმი­საწვდომობა. აქედან გამომდინარე, დაისახა შემდეგი პრიორიტე­ტები:

1. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა: საინვესტიციო და ბიზნესგარე­მოს გაუმჯო­ბესება, ინოვაცია და ტექნოლოგიები, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ინფ­რასტრუქტუ­რის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.

2. ადამიანური კაპიტალის განვითარება: შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტი­რებუ­ლი სამუშაო ძალის განვითარება, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულ­ყოფა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველ­ყოფა.

3. ფინანსების ხელმისაწვდომობა: საინვესტიციო რესურსების მობილიზება, ფინან­სური შუამავლობის განვითარების ხელშეწყობა.

დასკვნა

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელო­ვანი ეკონომიკური გამოწვევაა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის. რობერტ ბაროს ანალიზზე დაყრდნობით კარგად ჩანს ინკლუზიურობის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორის, შემოსავლების უთანაბრო განაწილე­ბის უარყოფითი გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებადი ქვეყნების კე­თილდღეობაზე. ინკლუ­ზიური ზრდისთვის შემუშავებული ეკონომიკური პოლი­ტიკის მიმართუ­ლებები საუკე­თესოდ მიესადაგება დაბალშემოსავლიანი მოსახ­ლეობის დახმარე­ბის, ეკონომიკური აქ­ტივობის გაზრდის და ქვეყნის მთლიანი, ყოვლისმომცველი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებს. საქართველოს პოზიცია განვითარებადი ქვეყ­ნების რეიტინგში(31) პოზიტიურ მაჩვენებლად ვერ მიიჩნევა და ბევრ არსებულ პრობლემასაც უსვამს ხაზს, თუმცა დადე­ბითი რეიტინგი 5 წლიან ტრენდებში, „საქართველო 2020“-ით დაგეგმილი ღონისძიე­ბები და უკანასკ­ნელი პერიოდის პოზიტიური ტენდენციები მომავლისადმი დადებით მოლოდი­ნებს აღძრავს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. . ბერიძე, 2017. ინკლუზიურობა: ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უმნიშვნელო­ვანესი ფაქტორი, ეკონომიკა და ბიზნესი, 1, გვ. 62-81.

2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N400, 2014 წლის 17 ივნისი, ქ. თბილისი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე.

3. საქართვე­ლოს ფი­ნანსთა სამინისტრო - საქართველოსმაკროეკონომიკურიგანვითარებადატენდენციები 2017, (www.mof.ge).

4. Alfredo Saad-Filho - Growth, Poverty and Inequality: From Washington Consensus to Inclusive Growth, November 2010, Economic & Social Affairs.

5. Robert J. Barro - Inequality and Growth in a Panel of Countries, June 1999.

6. Robert J. Barro - Inequality and GrowthRevisited, January 2008.

7. Economic Policy Reforms 2012 Going for Growth © OECD 2012 - Reducing income inequality while boosting economic growth: Can it be done?

8. Elena Ianchovichina, Susanna Lundstrom - Inclusive Growth Analytics, The World Bank.

9. de Mello, L. and M. A. Dutz (eds.) (2012) - Promoting Inclusive Growth: Challenges and Policies,OECD Publishing.

10. World Economic Forum - The Inclusive Growth and Development Report 2017



[1] რობერტჟოზეფბარო (დაბ. 1944) - ამერიკელი ეკონომისტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეოკლასიკოსი

 [2] საიმონკუზნეცი (1901-1985) - ბელორუსი წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, 1971 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ინსტიტუციონალისტი.

[3] საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარება და ტენდენციები, საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრო 2017 (www.mof.ge)

[4] Economic Policy Reforms 2012 Going for Growth © OECD 2012 - Reducing income inequality while boosting economic growth: Can it be done?

[5] World Economic Forum - The Inclusive Growth and Development Report2017, p. 11

[6] საქართველოს მთავრობის დადგენილება N400, 2014 წლის 17 ივნისი, ქ. თბილისი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე.